საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ფორდჰამის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ამირანაშვილი და დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ცაგარელი ფორდჰამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო ჩარიცხვების წარმომადგენელს მარტინ სლავენსს შეხვდნენ.

 

შეხვედრისას გიორგი დგებუაძემ ისაუბრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაზე, ყურადღება გაამახვილა აშშ-ის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე სამაგისტრო (LL.M.) პროგრამებში სტუდენტების ჩართულობის, საერთო სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის კუთხით.

 

მარტინ სლავენსმა ისაუბრა ფორდჰამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში არსებული სამაგისტრო და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების შესახებ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებაში.

თარიღი: 22/03/2024